ლიბანში მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლი სრულიად მიუღებელია - გაერო

gaero

გაეროს გენერალური მდივნის პრესმდივანმა, სტეფან დუჟარიკმა განაცხადა, რომ „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ ისრაელის სამხედრო კამპანიის ფარგლებში ლიბანში მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლი სრულიად მიუღებელია.

„ყველა მხარემ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რაც შეუძლია, რათა დაიცვას მშვიდობიანი მოსახლეობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და უზრუნველყოს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა არასოდეს დაზარალდეს“, - აღნიშნა სტეფან დუჟარიკმა.