ეს ლოცვა წაიკითხეთ და ღმერთი შეისმენს მას - ილია მეორის მიერ დაწერილი ლოცვა
1767552919
ლიბანის "წითელი ჯვრის" საზოგადოების მტკიცებით, ისრაელის არმიამ მათი ოთხი ფერშალი და ერთი ლიბანელი ჯარისკაცი მოკლა. ინფორმაციას ებრაული მედია ავრცელებს.
შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა "წითელი ჯვრის" საზოგადოების წევრები და ლიბანელი ჯარისკაცები ქვეყნის სამხრეთში დაჭრილების ევაკუაციას ახდენდნენ.
"წითელი ჯვრის" კოლონა, რომელსაც დაჭრილები გადაჰყავდა და ლიბანელი ჯარისკაცები აცილებდნენ, ერთ-ერთ სოფელთან ისრაელის არმიის თავდასხმის ობიექტი გახდა.
ისრაელის თავდაცვის არმიას („ცაჰალს“) ოფიციალური კომენტარი მომხდარის შესახებ ჯერ არ გაუვრცელებია.