1692302192
ლედი გაგა „ეშმაკი ატარებს პრადას" გადაღებებზე შენიშნეს

მილანში, ლედი გაგა ფილმის, სახელწოდებით „ეშმაკი ატარებს პრადას" გადაღებებზე შენიშნეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. სავარაუდოდ, მომღერალს საკულტო კინოსურათის მეორე ნაწილში ვიხილავთ.
გადასაღებ მოედანზე ლედი გაგას შავი ფერის ზედა და მუქი ფერის შარვალი ეცვა.
აღსანიშნავია, რომ გადაღებებზე შენიშნეს დონატელა ვერსაჩეც, რომლის სახელიც 2006 წლის ფილმში რამდენჯერმე იყო ნახსენები.
შეგახსენებთ, რომ „ეშმაკი ატარებს პრადას" მეორე ნაწილის პრემიერა 2026 წლის მაისშია დაგეგმილი.