10 000 ლარი ოჯახის თითოეულ წევრზე - ცნობილია, ვინ მიიღებს კომპენსაციას მთავრობისგან
1792135860
ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ანდრის კულბერგსმა ბრიუსელში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინის დასახმარებლად ევროკავშირის თითოეული მცხოვრების მიერ წელიწადში ერთი ბოთლი ლუდის ღირებულების თანხის გაღებაც საკმარისი იქნება.
კულბერგსმა ასევე ხაზი გაუსვა უკრაინის მხარდაჭერისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერების აუცილებლობასაც. მან ასევე მოუწოდა მოქალაქეებს, ნაკლები ყურადღება დაუთმონ საკუთარ კომფორტს და განაცხადა, რომ უკრაინის მხარდაჭერა გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული.
კერძოდ, ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ევროპელებს შესთავაზა, წელიწადში ერთი ბოთლი ლუდით ნაკლები დალიონ და ამ გზით დაზოგილი თანხა უკრაინის დასახმარებლად გაიღონ.
„ევროპელებმა წელიწადში ერთი ბოთლი ლუდით ნაკლები უნდა დალიონ. ამის საშუალება გვაქვს. უკრაინას ახლა ეს ფული სჭირდება. ერთი ბოთლი ლუდი მხოლოდ ხარჯია, უკრაინისთვის კი ეს სიცოცხლის ფასია. ნაკლებს თუ დავლევთ, იქ ადამიანების სიცოცხლეს გადაარჩენენ. ყველაფერი ასე მარტივია“, – განაცხადა ლატვიის პრემიერ მინისტრმა.