10 000 ლარი ოჯახის თითოეულ წევრზე - ცნობილია, ვინ მიიღებს კომპენსაციას მთავრობისგან
1792135860
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან, იგნასიო კასისთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ეუთო-ს შორის თანამშრომლობის საკითხები.
„კონსტრუქციული შეხვედრა მქონდა შვეიცარიის ფედერალური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტთან, ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან, იგნასიო კასისთან. ნიუ-იორკში გამართული ჩვენი ბოლო შეხვედრის შემდეგ, დღეს განვიხილეთ საქართველოსა და ეუთო-ს შორის თანამშრომლობის საკითხები, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ დიალოგის გაღრმავებასა და რეგიონული სტაბილურობის ხელშეწყობაზე“, - განაცხადა პრემიერმა.