ლატვია უკრაინას ამ თვეში 2500-ზე მეტ საბრძოლო დრონს გაუგზავნის

დრონი

ლატვიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რიგა უკრაინას, ამ თვეში, 4 მილიონი ევროს ღირებულების სხვადასხვა ტიპის 2500-ზე მეტ საბრძოლო დრონს გაუგზავნის.

სამინისტროს განცხადებით, პირველი პარტია, 300 დრონი კიევში უახლოეს დღეებში გაიგზავნება. თავდაცვის მინისტრის, ანდრის სპრუდსის თქმით, უკრაინისთვის გასაგზავნი 2500 უპილოტო თვითმფრინავი შვიდმა ლატვიურმა კომპანიამ აწარმოა.

ლატვია და დიდი ბრიტანეთი არიან საერთაშორისო კოალიციის ლიდერები, რომლებიც შეიქმნა უკრაინის დრონებით მომარაგებისთვის.

"საერთაშორისო უპილოტო კოალიციის წევრებთან ერთად, ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ უკრაინაში სხვადასხვა ტევადობის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებაზე, უკრაინის არმიის ამჟამინდელი საჭიროებებისა და ტესტირების მოთხოვნების შესაბამისად," - განაცხადა მინისტრმა.