კრემლში ვიქტორ ორბანისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა დაიწყო

ვიქტორ ორბანი

მოსკოვში ვიქტორ ორბანისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა დაიწყო. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს, თავის მხრივ, შეხვედრის კადრებს ავრცელებს კრემლიც.

შეხვედრის წინ რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საუბარი უკრაინაში მიმდინარე ომს შეეხება. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა კი შეხვედრას „განსაკუთრებული“ უწოდა.

თავის მხრივ, ევროკავშირის ლიდერები აღნიშნავენ, რომ ორბანი რუსეთში ჩასულია როგორც უნგრეთის წარმომადგენელი და არ წარმოადგენს ევროპის საბჭოს ინტერესებს, რომელსაც უნგრეთი მომდევნო 6 თვის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

ორბანი მოსკოვში რამდენიმე საათის წინ ჩავიდა. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ორბანი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია, სადაც უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა გამართა.