ცაში ცვლილებები ხდება, მალე ის სხვანაირი გახდება - კვლევა
1735332585
კრემლში აცხადებენ, რომ გამოძიების დასრულებამდე აქთაუსთან მომხდარ ავიაკატასტროფას არ შეაფასებენ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა კი აღნიშნა, რომ მოსკოვში გაეცნენ აზერბაიჯანელი დეპუტატის, რასიმ მუსაბეკოვის მოთხოვნას ავიაკატასტროფის გამო ბოდიშის მოხდის შესახებ.
კითხვაზე, ნახეს თუ არა კრემლში აზერბაიჯანელი დეპუტატის მოთხოვნა ბოდიშის მოხდის შესახებ, თითქოს რუსულმა საზენიტო თავდაცვის სისტემებმა თვითმფრინავი ჩამოაგდეს, პესკოვმა განაცხადა: „რა თქმა უნდა ნახეს, მე არაფერი მაქვს დასამატებელი“.
„მიმდინარეობს ამ საავიაციო ინციდენტის გამოძიება და გამოძიების შედეგების დასრულებამდე ჩვენ თავი უფლებამოსილად არ მიგვაჩნია, გავაკეთოთ რაიმე შეფასებები და არც გავაკეთებთ ამას“, – აღნიშნა კრემლის წარმომადგენელმა.