კრემლი: ვლადიმირ პუტინმა და დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბარი გამართეს

ტრამპი პუტინი

ვლადიმირ პუტინმა და დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბარი გამართეს, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა.

„სატელეფონო საუბარი ზუსტად ერთ საათს გაგრძელდა, იყო კონსტრუქციული და საკმაოდ გულახდილი“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.

ლიდერებმა აზრები გაუზიარეს ერთმანეთს თეთრი სახლის ხელმძღვანელის წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის მოსკოვსა და კიევში ვიზიტის შესახებ.