ევროკომისიამ დაამტკიცა უკრაინის განაცხადი Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების შესყიდვაზე, პროგრამა Ukraine Support Loan-ის ფარგლებში

ევროკომისია

ევროკომისიამ დაამტკიცა უკრაინის განაცხადი Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების შესყიდვაზე, პროგრამა Ukraine Support Loan-ის ფარგლებში. როგორც უკრაინის თავდაცვის სამინისტრო თავის Telegram-არხზე იუწყება, უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად დაახლოებით 3.2 მილიარდი ევროა გამოყოფილი.

„ეს უკიდურესად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა საჰაერო თავდაცვის შემოდგომა-ზამთრის პერიოდისთვის მოსამზადებლად. Patriot-ის რაკეტები უკრაინას ხალხისა და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის დასაცავად სჭირდება რუსული სარაკეტო ტერორისგან, განსაკუთრებით - ბალისტიკისგან“, - აღნიშნეს უკრაინის თავდაცვის სამინისტროში.

ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ევგენი ხმარამ ევროკავშირს მადლობა გადაუხადა გაწეული მხარდაჭერისა და განაცხადის ოპერატიულად განხილვისთვის.