კრემლი, ლავროვის ჰოსპიტალიზაციის შესახებ, ინფორმაციას უარყოფს

ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ უარყო ინფორმაცია, რომ სერგეი ლავროვი ბალის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამის შესახებ BBC ზახაროვას ტელეგრამის თავის არხზე დაყრდნობით წერს.

„მე და ბატონი ლავროვი ვკითხულობთ სიახლეებს ინდონეზიაში და თვალებს არ ვუჯერებთ - თურმე, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი! ეს ნამდვილად არის სიცრუის უმაღლესი დონე. დაელოდეთ მასშტაბურ ექსკლუზივს...“ - წერს ზახაროვა ტელეგრამის არხზე.

მოგვიანებით ზახაროვამ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია სერგეი ლავროვი, რომელიც ზის და საუბრობს მაგიდასთან, რომელიც სასტუმროშია გადაღებული. 

ამასთან, ლევროვმა  რუსულ მედიას განუცხადა, რომ ის ახლა სასტუმროში იმყოფება და ემზადება ხვალინდელი სამიტისთვის. 

ცნობისთვის, პუტინის ნაცვლად ინდონეზიაში,  G20 სამიტზე  სერგეი ლავროვი ჩავიდა. მოგვიანებით Bloppmberg-მა დაწერა, რომ ლავროვი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

„ინდონეზიის ოფიციალური პირების ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, ბალიზე, დიდი ოცეულის სამიტზე ჩასვლის შემდეგ, საავადმყოფოში გადაიყვანეს“,- წერდა გამოცემა.