კარგი იქნებოდა, პუტინი „დიდი ოცეულის“ სამიტზე ჩასულიყო, მას კრიტიკის მოსმენა პირადად მოუწევდა - ოლაფ შოლცი

olaf sholci

„კარგი იქნებოდა, პუტინი „დიდი ოცეულის“ სამიტზე ჩასულიყო, თუმცა მაშინ რუსეთის პრეზიდენტს კრიტიკის მოსმენა პირადად მოუწევდა“,- ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.

„კარგი იქნებოდა, რომ პრეზიდენტი პუტინი თავად ჩასულიყო „დიდი ოცეულის“ სამიტზე, თუმცა მაშინ მას მოუწევდა პირადად მოესმინა ყველა კითხვა და კრიტიკა, რომელიც მის მიმართ სახელმწიფოების უმეტესობას აქვს. სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ არ არის აქ პუტინი“, – განაცხადა შოლცმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტ პუტინის უარი – ჩავიდეს დიდი ოცეულის სამიტზე, სხვა ქვეყნებს არ შეუშლის ხელს გააკრიტიკონ რუსეთის დამპყრობლური ომი უკრაინაში, მოუწოდონ მოსკოვს გაიყვანოს სამხედროები უკრაინიდან და შექმნას პირობები სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის.

ცნობისთვის, სამიტზე პუტინის ნაცვლად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ჩავიდა, რომელიც მალევე საავადმყოფოში გადაიყვანეს.