„ჩემს ძმას ხუთი ტყვია ესროლეს...“ - ალჟირში მოკლეს ტურისტები, რომლებსაც გზა აერიათ და ალჟირის წყლებში აღმოჩდნენ

ალჯირი

ალჟირის სანაპირო დაცვამ ორი ტურისტი მოკლა. როგორც BBC-ი წერს, მაროკოში ჩასული 4 ტურისტი, ზღვის სკუტერით სეირნობის დროს ალჟირის კონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოჩნდა, რის გამოც მათ სანაპირო დაცვამ ცეცხლი გაუხსნა.

ჯგუფის მესამე წევრი სანაპირო დაცვამ დააკავა. ერთ-ერთი გარ­დაც­ვლი­ლი 29 წლის ბი­ლალ კი­სია.

„ჩვენ დავიკარგეთ, მაგრამ გავაგრძელეთ გზა მანამ, სანამ ალჟირში არ აღმოვჩნდით“, - თქვა ბ-ნმა კისიმ, რომლის ძმა ბილალი მოკლეს. მისი თქმით, ჯგუფს საწვავიც ამოეწურა.

”ჩვენ ვიცოდით, რომ ალჟირში ვიყავით, რადგან შავი ალჟირული ნიშანი გამოჩნდა და ბორტზე მყოფებმა გვესროლეს. მათ მოკლეს ჩემი ძმა და ჩემი მეგობარი, ჩემი მეორე მეგობარი დააკავეს. ხუთი ტყვია მოხვდა ჩემს ძმას, - თქვა მან.

ბ-ნმა კისიმ უარყო ინფორმაცია ჯგუფის გაქცევის თაობაზე და თქვა, რომ სროლამდე მისი ძმა ცდილობდა მესაზღვრეებს დალაპარაკებოდა.

მომხდარის შესახებ მხარეებს კომენტარები ჯერ არ გაუკეთებიათ.

ასევე ნახეთ:

„ჩემი უფრო გჯერათ, თუ ბოროტი დეიდების“ - რას ამბობს ალექსანდრა პაიჭაძე პირადზე

VIDEO: ნინა ზარქუა ანუკი არეშიძესთან ერთად გადაღებულ კადრებს გვიზიარებს

VIDEO: „ხელი ასწიოს, ვისაც მარტო სძინავს ღამე...“ - ანრი ჯოხაძის იმპროვიზაცია კონცერტზე