რას მოუტანს 29 ივლისის სავსემთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებს - ასტროლოგის ვრცელი პროგნოზი
1785271510
კომპანია Wildberries-მა რიაზანში მდებარე ლოგისტიკური ობიექტიდან თანამშრომლების ევაკუაცია განახორციელა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
კომპანიის განცხადებით, რიაზანში მდებარე Wildberries-ის ლოგისტიკური ობიექტის თანამშრომლების ევაკუაცია უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად განხორციელდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც რიაზანის ოლქის გუბერნატორმა, პაველ მალკოვმა განაცხადა, რომ რეგიონში უპილოტო საფრენი აპარატების მასირებული იერიში იყო მოგერიებული.
გამოცხადებული იყო საჰაერო განგაში.
ამასთან, უკრაინული მედიის ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოვარდნის შედეგად საწარმოს ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.
თავდასხმების შედეგად ექვსი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.