აშშ-ის სენატმა ეროვნული დაზვერვის დირექტორის თანამდებობაზე ჯეი კლეიტონის კანდიდატურა დაამტკიცა

ჯეი კლეიტონი

აშშ-ის სენატმა ეროვნული დაზვერვის დირექტორის თანამდებობაზე ჯეი კლეიტონის კანდიდატურა დაამტკიცა. კენჭისყრაზე მის დანიშვნას მხარი 51-მა სენატორმა დაუჭირა, 47-მა კი ხმა მის წინააღმდეგ მისცა.

მედიის ინფორმაციით, ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის პროკურორს და ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის ყოფილ ხელმძღვანელს, უსაფრთხოებისა და დაზვერვის სფეროში მუშაობის პირდაპირი გამოცდილება არ აქვს.

აღნიშნულის მიუხედავად, კლეიტონი სათავეში ჩაუდგება ამერიკის სადაზვერვო სფეროს, რომელიც 18 უწყებას, მათ შორის ცენტრალურ სადაზვერვო და ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოებს აერთიანებს.

შეგახსენებთ, რომ უწყების ყოფილმა ხელმძღვანელმა, ტულსი გაბარდმა, პოსტი მაისში, ოჯახური პირობების გამო დატოვა.