პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი საზოგადოებას მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ ფორმალურად ის პოსტზე რჩება, სანამ პრემიერის სავარძელს ახალი კანდიდატურა დაიკავებს.
"მინდა, ბრიტანეთის საზოგადოებას იმ უდიდესი პრივილეგიისთვის - მემსახურა პრემიერმინისტრად, მადლობა გადავუხადო.
მინდა იცოდეთ, რომ ამიერიდან, სანამ ჩემი მემკვიდრე პრემიერის პოსტს დაიკავებს, თქვენი ინტერესები იქნება დაცული და ქვეყნის მმართველობა გაგრძელდება." - დაწერა ბორის ჯონსონმა.
I want to thank you, the British public, for the immense privilege of serving you as Prime Minister.
— Boris Johnson (@BorisJohnson) July 7, 2022
I want you to know that from now until my successor is in place, your interests will be served and the government of the country will be carried on.https://t.co/T4kJoxmZ8q pic.twitter.com/Hn4rDUV319
ჯონსონის გადაწყვეტილებას დატოვოს პარტიის ლიდერის რიგები და ასევე, ქვეყნის პრემიერობაზე უარი თქვას, მისი წინამორბედი, ჯონ მეჯორი დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ ქვეყნის ინტერესების გამო ბორის ჯონსონმა დაუნინგ - სთრითზე ერთი წუთითაც აღარ უნდა დააყოვნოს.
"წინადადება, რომ პრემიერ-მინისტრს უფლება მიეცეს თანამდებობაზე კიდევ სამი თვის განმავლობაში დარჩეს, მინისტრთა კაბინეტის, მთავრობისა და მისი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის სრულ მხარდაჭერას დავკარგავთ, ეს არაგონივრული და ძნელად განხორციელებადია”, - აღნიშნა მან.
"ქვეყნის ზოგადი კეთილდღეობისთვის, თემთა პალატის ნდობის დაკარგვის შემდეგ, ის არ უნდა დარჩეს თანამდებობაზე იმაზე მეტხანს, ვიდრე ეს საჭიროა ძალაუფლების შეუფერხებლად გადაცემისთვის“, - განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.
რაც შეეხება რუსეთს, როგორც ჯონსონის ყველაზე აქტიურ კრიტიკოსს, ოფიციალური დუმის პოზიციაზე სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი საუბრობს და აცხადებს, რომ "კლოუნი მიდის".
"კლოუნი მიდის", - ასე გამოეხმაურა სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინმა Telegram არხზე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის გადადგომის გადაწყვეტილებას.
მისი თქმით, ზელენსკის ახლო მეგობარი და მფარველი იძულებულია თანამდებობა დატოვოს:
"მიუხედავად ყველა მცდელობისა, ის ვერ გადარჩა".
ბორის ჯონსონი ჩვენი მშვიდობიანი ქალაქების - ბელგოროდის, კურსკის დაბომბვის უკან დგას.
ეს ბრიტანელმა სუბიექტებმა უნდა იცოდნენ.
ის არის რუსეთის წინააღმდეგ ომის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი", - აღნიშნა ვიაჩესლავ ვოლოდინმა.
"სწორია, ევროპული სახელმწიფოების ლიდერებმა იფიქრონ იმაზე, თუ რას იწვევს ასეთი პოლიტიკა", დაასკვნა მან.