პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ცოტა ხნის წინ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა გადადგომის შესახებ განაცხადა.
„ნათელია, პარლამენტის „კონსერვატიული პარტიის“ სურვილია, რომ ამ პარტიას უნდა ჰყავდეს ახალი ლიდერი და შესაბამისად, ახალი პრემიერ-მინისტრიც. ვეთანხმები, რომ ამ ახალი ლიდერის არჩევის პროცესი უნდა დაიწყოს ახლა, ვადები მომავალ კვირაში გამოცხადდება“, – აღნიშნა ბორის ჯონსონმა.
ჯონსონის განმარტებით, ის ახალი ლიდერის არჩევამდე შეასრულებს პრემიერ-მინისტრის მოვალეობას.
ბორის ჯონსონის მიერ პოსტის დატოვებაზე განცხადებას წინ უძღოდა მინისტრებისა და რამდენიმე თანამდებობის პირის გადადგომა, რომლებმაც პროტესტის ნიშნად უარი განაცხადეს ჯონსონის მთავრობაში მუშაობაზე. პროტესტი კი უკავშირდება სექსუალურ სკანდალს, რომლის გამოც ბორის ჯონსონმა ბოდიში მოიხადა.
საქმე ეხება „კონსერვატორების“ პარტიის საპარლამენტო მდივნის მოადგილე კრის პინჩერს, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში სდებენ ბრალს. პინჩერმა ბოდიში მოიხადა და თანამდებობა 30 ივნისს დატოვა, თუმცა, როგორც მედია წერს, აღმოჩნდა, რომ პინჩერის წინააღმდეგ საჩივარი 3 წლით ადრეც არსებობდა, რომლის შესახებაც ბორის ჯონსონი საქმის კურსში იყო და ამის მიუხედავად, ის მაღალ თანამდებობაზე დანიშნა. ბორის ჯონსონის განცხადებით, ბოდიშს იხდის იმის გამო, რომ კრის პინჩერი მთავრობაში მუშაობდა.
ჯონსონის განცხადების შემდეგ დიდ ბრიტანეთში აქტიურად დაიწყო მსჯელობა იმაზე, თუ ვინ ჩაანაცვლებს ბორის ჯონსონს.
Reuters იმ პირთა ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებიც ბორის ჯონსონის სავარაუდო შემცვლელებად განიხილებიან.
ლიზ ტრასი
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი კონსერვატიული პარტიიდან. აღსანიშნავია, რომ ის ჯონსონის პრემიერობის პირველი ორი წლის განმავლობაში საერთაშორისო ვაჭრობის მდივნის თანამდებობას იკავებდა. გასულ წელს კი ევროკავშირთან ბრიტანეთის მთავარ მომლაპარაკებლად დაინიშნა.
ტრასმა ორშაბათს თქვა, რომ ბორის ჯონსონს მისი 100%-იანი მხარდაჭერა აქვს. ის პრემიერის მხარდაჭერისკენ კოლეგებსაც მოუწოდებდა.
ჯერემი ჰანტი
დიდი ბრიტანეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც 2019 წლის ლიდერობის კონკურსში, ბორის ჯონსონის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა.
წლის დასაწყისში მან თქვა, რომ მისი ამბიცია, გამხდარიყო პრემიერმინისტრი, „სრულად არ გამქრალა". ჰანტიმ განაცხადა, რომ ის ხმას მისცემდა ჯონსონის გადადგომას.
ბენ უოლასი
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი, 52 წლის ბენ უოლესი, ბოლო თვეების განმავლობაში, კონსერვატიული პარტიის წევრებთან ერთად, მთავრობის ყველაზე პოპულარული წევრი გახდა. ეს კი, კონსერვატიული სახლის თანახმად, უკრაინის კრიზისის დაძლევის წყალობით მოხდა.
ყოფილი ჯარისკაცი მსახურობდა ჩრდილოეთ ირლანდიაში, გერმანიაში, კვიპროსსა და ცენტრალურ ამერიკაში. პოლიტიკური კარიერა უოლესმა 1999 წლის მაისში დაიწყო. 2016 წელს ის უშიშროების მინისტრად დაინიშნა.
რიში სუნაკი
რიში სუნაკმა ფინანსთა მინისტრის პოსტი სამშაბათს დატოვა და განაცხადა, რომ „საზოგადოება სამართლიანად ელის, რომ მთავრობა სწორად, კომპეტენტურად და სერიოზულად წარიმართება".
აღსანიშნავია, რომ ის ჯონსონთან ერთად Covid-19-ის რეგულაციების დარღვევისთვის დააჯარიმეს, რის გამოც საკმაო კრიტიკა დაიმსახურა.
საჯიდ ჯავიდი
აღსანიშნავია, რომ ის იყო პირველი მინისტრი, რომელიც გადადგა პროტესტის ნიშნად იმის გამო, რომ „ჯონსონმა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა იმის გამო, რაც მან კონსერვატიული პარტიის წევრის წინააღმდეგ სექსუალური შევიწროების ბრალდებების შესახებ იცოდა".
ყოფილი ბანკირი და თავისუფალი ბაზრის ჩემპიონი, ბოლოს ჯანდაცვის მინისტრი იყო.
პაკისტანელი მუსლიმი ემიგრანტი მშობლების შვილი, გარდაცვლილი პრემიერმინისტრის, მარგარეტ ტეტჩერის თაყვანისმცემელია. ჯავიდმა პრემიერის შესაძლო შემცვლელის ლიდერთა კონკურსში 2019 წელს მეოთხე ადგილი დაიკავა.
ნადიმ ზაჰავი
ახლადდანიშნულმა ფინანსთა მინისტრმა შთაბეჭდილება მოახდინა როგორც ვაქცინების მინისტრმა მაშინ, როცა დიდი ბრიტანეთი, კორონავირუსის გავრცელების კუთხით, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე ქვეყნად განიხილებოდა.
ზაჰავი ყოფილი ლტოლვილია ერაყიდან, რომელიც ბრიტანეთში ბავშვობაში ჩავიდა.
2010 წელს, პარლამენტში შესვლამდე ის საარჩევნო კამპანია YouGov-ს თანადამფუძნებელი იყო.
გასულ კვირას, მან თქვა, რომ პრემიერმინისტრობა მისთვის „პრივილეგია" იქნება.
პენი მორდაუნტი
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, რომელიც ბორის ჯონსონმა მას შემდეგ გაათავისუფლა, რაც მან ლიდერობის ბოლო კონკურსის დროს მხარი მის კონკურენტ ჰანტის დაუჭირა.
ამჟამად ის ვაჭრობის უმცროსი მინისტრია.