პეტრე-პავლობის მარხვაში წასაკითხი ლოცვა
1780864914
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა ტექნოლოგიურ კომპანიებს მოუწოდა, „დანერგონ მოწყობილობების კონტროლი“, რომელიც ბავშვებს სექსუალური ხასიათის სურათების გაგზავნასა და მიღებაში ხელს შეუშლის.
მისივე თქმით, მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიები მსგავსი რეგულაციების მიღებაზე თუ უარს იტყვიან, ბრიტანეთის მთავრობა მათ ახალი კანონმდებლობის მიღებით დაარეგულირებს.
„მოვუწოდებ ამ ქვეყანაში მოქმედ ტექნოლოგიურ კომპანიებს, დანერგონ მოწყობილობების კონტროლი, რომელიც ხელს შეუშლის ბავშვებს სექსუალური ხასიათის სურათების გაგზავნასა და მიღებაში. ეს არ არის შეუძლებელი გამოწვევა. საქმე ეხება მსოფლიოში ყველაზე ინოვაციურ კომპანიებს და მე მჯერა, მათ შეუძლიათ ამ პრობლემის მოგვარება. ისინი ამას თუ არ გააკეთებენ, მაშინ ჩვენ ვიმოქმედებთ და შევცვლით კანონს, რადგან როდესაც საქმე ჩვენი შვილების უსაფრთხოებას ეხება, უყურადღებობა არ არის ვარიანტი“, – განაცხადა მან.