კირ სტარმერი მეფე ჩარლზ შეხვდა და ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი გახდა

კირ სტარმერი

დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ლიდერი კირ სტარმერი მეფე ჩარლზ მესამეს შეხვდა, რომელმაც მას მთავრობის ფორმირება სთხოვა. შესაბამისად, ის უკვე ოფიციალურად გახდა ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მონარქთან აუდიენციის შემდეგ სტარმერი პრემიერის რეზიდენციაში გაემართა, სადაც მოსახლეობას მიმართავს.

მანამდე თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება რიში სუნაკმა გააკეთა.

კონსერვატიული პარტიის 14-წლიანი მმართველობის შესახებ, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ლეიბორისტებმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვეს.