პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
კიმ კარდაშიანმა ნორს ვესტის სახელი კოსმეტიკისა და სათამაშოების სასაქონლო ნიშნად დაარეგისტრირა. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
საერთაშორისო პრესა მოიცვა სიახლემ იმის შესახებ, რომ რეალითი-შოუს მეგა-ვარსკვლავმა თავისი 9 წლის ქალიშვილის სახელი NORTH WEST სასაქონლო ნიშნად დაარეგისტრირა. უნდა ვივარაუდოთ, რომ ახლოვდება დრო, როდესაც კარდაშიანების მრავალ-მილიარდიან ბიზნესში ამ განხილვადი ოჯახის ახალი თაობის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან.
კარდაშიანმა ნორს ვესტის სახელზე უფლება 4 ძირითადი მიმართულებით მოიპოვა, ესენია: გასართობი და სარეკლამო ინდუსტრიები, სათამაშოები, მათ შორის საგანმანათლებლო თამაშები და რა თქმა უნდა კოსმეტიკა. სასაქონლო ნიშნის განაცხადის მიხედვით, სახელი NORTH WEST შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ისეთი პროდუქტების წარმოებისთვისაც, როგორებიცაა: დამატენიანებელი კრემები, კანის გამწმენდები (ე.წ. ქლინზერები) ლოსიონები და თავის მოვლისათვის საჭირო სხვა საშუალებები.
ნორს ვესტი 2013 წლის ივნისში დაიბადა, იგი კიმ კარდაშიანის და კანიე ვესტის უფროსი ქალიშვილია. ნორსი უკვე საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს ტიკტოკზე, სადაც იგი და კიმი საერთო პროფილით აქვეყნებენ გასართობ ვიდეოებს.