კიევში მეტრომ მუშაობა განაახლა, წყალმომარაგებაც აღდგა - კლიჩკო

vitali kliCko

კიევში, გუშინდელი დაბომბვის შემდეგ, მეტრომ მუშაობა განაახლა, დედაქალაქში აღდგა წყალმომარაგებაც, ამის შესახებ ქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.

„დედაქალაქის ყველა მცხოვრებლებს წყალმომარაგება აღუდგა. კიევის მოსახლეობის ნახევარს უკვე ელექტროენერგიაც აქვს და ჩვენ ვმუშაობთ მის აღდგენაზე ქალაქის ყველა მცხოვრებლისთვის. კიევის მცხოვრებლების 2/3 ამჟამად ელექტროენერგიით მარაგდება. მაგრამ მოქმედებს საგანგებო გამორთვის გრაფიკი, რადგან ელექტროენერგიის დეფიციტი საგრძნობია.“, - ნათქვამია მის განცხადებაში. 

გარდა ამისა, ხარკოვის რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა, ამის შესახებ ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა.

"მთელი ხარკოვის რეგიონი და ხარკოვი გამორთული იყო. ახლა ელექტრომომარაგება აღდგენილია მთელ რეგიონში", - წერს ადგილობრივი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი.

შეგახსენებთ, გუშინ, 16 დეკემბერს, რუსულმა არმიამ უკრაინის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო თავდასხმების სერია განახორციელა, რის გამოც, ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.