დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
პარიზმა სპორტული სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებას, ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიას უმასპინძლა.. საღამოს ისეთი ცნობილი ვარსკვლავები ესწრებოდნენ, როგორებიც ლიონელ მესი, კილიან მბაპე, დევიდ ბეკჰემი და ერლინ ჰალანდი არიან..
წლევანდელი ცერემონია განსაკუთრებით გამორჩეული იყო ქართველი საზოგადოებისთვის.. მათი ყურადღება საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ნაპოლის“ ვარსკვლავის ხვიჩა კვარაცხელიასა და მისი მეუღლის, ნიცა თავაძისკენ იყო მიპყრობილი.
ქართველმა წყვილმა სხვა ვარსკვლავებისგან განსხვავებით, არჩევანი ნაკლებად ცნობილ ბრენდებზე შეაჩერა.... ხვიჩა კვარაცხელიას მეუღლეს ალექს პერის შავი სადა კაბა ეცვა..
ალექს პერი ავსტრალიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოდის დიზაინერი და ტელეწამყვანია. მის მიერ შექმნილ კაბებს ატარებენ ისეთი ცნობილი სახეები, როგორებიც არიან ჯენიფერ ლოპესი, კიმ კარდაშიანი, ჯიჯი ჰადიდი, სანდრა ბულოკი, გვინეტ პელტროუ, რიანა და სხვები...
„კვარამ“ ოქროს ბურთის ნომინანტთა შორის მე-17 ადგილი დაიკავა და უკან ჩამოიტოვა ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან ჯუდ ბელინგემი და ლაუტარო მარტინესი...
რაც შეეხება ცერემონიის გამარჯვებულსა და „ოქროს ბურთის“ მფლობელს, ლიონელ მესის, მან წლევანდელ ღონისძიებაზე Louis Vuitton-ის შავი ფერის შარვალ-კოსტიუმი მოირგო, რომელსაც ფეხბურთელმა ამავე ბრენდის ოქროს საათი შეუხამა.. ანტონელა როკუზოს მეუღლის მსგავსად, ასევე ლუი ვიტონის შავი ფერის კაბა ეცვა.. ბრენდის ტანისამოსში იყვნენ გამოწყობილი მათი შვილებიც..
კილიან მბაპე და დევიდ ბეკჰემი ოქროს ბურთის 2023 წლის დაჯილდოებაზე, როგორც მოსალოდნელი იყო, Dior -ის სამოსით გამოჩნდნენ...
დევიდ ბეკჰემს Dior -ის კაცის ხაზის კრეატიულ დირექტორ კიმ ჯონსთან ახლო მეგობრობა აკავშირებს. რაც შეეხება კილიან მბაპეს, 2021 წელს, საფეხბურთო კლუბ პარი სენ-ჟერმენმა, რომლის ფეხბურთელიც არის ფრანგი ვარსკვლავი, Dior-ის მოდის სახლთან კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა. მას შემდეგ, ამ კლუბის ფეხბურთელებს, მნიშვნელოვან საღამოებზე, Dior-ის სამოსი აცვიათ.
მპბაპემ და ბეკჰემმა არჩევანი დიორის განსხვავებული ფერის, თუმცა იდენტური სტილის შარვალ-კოსტიუმებზე შეაჩერეს..
მბაპეს ხელზე ჰულბლოტის ბრენდის ვერცხლისფერი საათი ეკეთა, რომელიც 126 ცალი ბრილიანტით იყო გაფორმებული.. მისი ფასი 22 000 დოლარია.
დევიდ ბეკჰემმა კი სამოსს 5 ათასი დოლარის ღირებულების ტუდორის საათი შეუხამა... ფეხბურთელი ღონისძიებაზე მარტო იმყოფებოდა..
რაც შეეხება ოქროს ბურთის მფლობელს ქალებს შორის, წელს ეს ტიტული „ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა, 25 წლის აიტანა ბონმატიმამ მოიპოვა.. მან არჩევანი Versace-ს 2023 წლის შემოდგომის კოლექციაზე შეაჩერა და ბრენდის შავი ფერის, სადა კაბა მოირგო..
კიდევ ერთი ვარსკვლავი, რომელიც„“ოქროს ბურთის” დაჯილდოებას მეორე ნახევართან ერთად დაესწრო, ერლინგ ჰოლანდია.. „მანჩესტერ სიტისა“ და ნორვეგიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი, ღონისძიებაზე, რჩეულთან, იზაბელ ჰაუგსენგ იოჰანსენთან ერთად მივიდა...
წყვილმა არჩევანი დოლჩე გაბანაზე შეაჩერა. ერლინგს ლურჯი ფერის შარვალ-კოსტიუმი ეცვა.. ხოლო იზაბელა ბრენდის ბრჭყვიალა,კრისტალებით გაფორმებულ კაბაში იყო გამოწყობილი....
ინგლისელმა ფეხბურთელმა, ჯუდ ბელინგემმა ლიონელ მესის მსგავსად, არჩევანი ლუი ვიტონის სამოსზე შეაჩერა და ბრენდის შავი ფერის შარვალ-კოსტიუმი მოირგო.... ბელინგემის ჩაცმულობაზე ბრენდის კაცის ხაზის კრეატიულმა დირექტორმა, ფარელ ვილიამსმა იზრუნა…
მიუხედავად იმისა, რომ ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონია სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა, ფეხბურთის მოყვარულები უკვე მომავალი წლის ღონისძიებასა და ნომინანტების სიას განიხილავენ..
ასევე ნახეთ:
VIDEO: „უცბად ჩამომეშალა მის მიმართ რწმენა“ - რა მოხდა ალა პუგაჩოვასა და ნუცა შანშიაშვილს შორის
„იმიტომ გიჟდებით ასე... გმადლობთ, ნახვამდის“ - რას წერს ნინი შერმადინი კვარასა და მის მეუღლეზე
„ამინდი ნამდვილად ყველას გვაბედნიერებს, ისიამოვნეთ...“ - რას წერს მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე