1733203998
ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა არის ჩვენი დემოკრატიის არსებითი ელემენტი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოებისთვის - მეთიუ მილერი
ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა არის ჩვენი დემოკრატიის არსებითი ელემენტი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.
მისი თქმით, ბლინკენმა ყოფილ ელჩს, სტივენ მულს გარდამავალი პერიოდის ზედამხედველობა დაავალა.
„მული იმუშავებს არჩეული პრეზიდენტის გუნდთან ერთად, რათა უზრუნველყოს, რაც შეიძლება წარმატებული გარდამავალი პერიოდი“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა.
მული ტრამპის ადმინისტრაციის დროს პოლიტიკურ საქმეთა სახელმწიფო მდივნის მოადგილე იყო და პრეზიდენტ ბარაკ ობამას მეორე ვადის დროს, პოლონეთში აშშ-ის ელჩი.
„ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა არის ჩვენი დემოკრატიის არსებითი ელემენტი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. სწორედ ამიტომ არის ასე მნიშვნელოვანი ჩვენთვის ეფექტური და პროფესიონალური გარდამავალი პროცესის ჩატარება“- განაცხადა მილერმა.
მისივე თქმით, მულმა უკვე დაიწყო მუშაობა გარდამავალ პროცესზე, თუმცა დეპარტამენტს ჯერ არ მიუღია შეტყობინება ტრამპის გარდამავალი გუნდისგან.
„სიენენის“ ინფორმაციით, ტრამპის გარდამავალ გუნდს, სავარაუდოდ, ირანის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი, ბრაიან ჰუკი უხელმძღვანელებს. ამასთან, მილერმა ისაუბრა ბაიდენის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე დარჩენილი ვადის დროს, მათ შორის ღაზის სექტორსა და ლიბანში საბრძოლო მოქმედებების დასრულებაზე.