ცნობილია მერაბ დვალიშვილის დაბრუნების თარიღი და მეტოქე
1765139668
ინდოეთში სამკურნალო მცენარეებით მოვაჭრე კაცი გარდაიცვალა, მიზეზი შხამიანი გველის კბენა გახდა.
34 წლის სიკანდარ ნათჰი სხვადასხვა სოფლებში სამკურნალო მცენარეების ფხვნილს ყიდდა, 10 ნოემბერს ის სოფელ განეშპურში იმყოფებოდა, როცა მასთან მამაკაცების ჯგუფი მივიდა, სიკანდარმა მათ უთხრა, რომ მისი მცენარეული ფხვნილი შხამიანი გველის კბენის შემთხვევაშიც კი მოქმედებდა და ადამიანი გადარჩებოდა.
მამაკაცებმა ფხვნილებით მოვაჭრესთან ნაძლევი დადეს, თუკი სიკანდერი გველს აკბენინებდა და შემდეგ თავს მოირჩენდა, მას 10 000 რუპიას გადაუხდიდნენ. სიკანდერი დათანხმდა და გველს თითზე აკბენინა. მაგრამ როგორც მოსალოდნელი იყო, შხამმა იმოქმედა და ის ცუდად გახდა. მამაკაცი საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე გარდაიცვალა.