კაცმა, ლიფტის ციფრების გამოყენებით, ლატარიაში 300 000$ მოიგო

ციფრები

მასაჩუსეტსში მცხოვრებმა მამაკაცმა ლიფტის ციფრების გამოყენებით ლატარიაში 300 000$ მოიგო. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

როგორც სემედომ განაცხადა, მან ბილეთის შესავსებად სართულების აღმნიშვნელი ის რიცხვები გამოიყენა, სადაც ლიფტი ჩერდებოდა.

იღბლიანი ციფრები ასე გამოიყურება:   2-6-10-14-18. 

სემედოს თქმით, თვალებს არ უჯერებდა, როდესაც მიხვდა, რომ 300 000$-ის მფლობელი გახდა.