გოგა მანია 2025 წლის ფავორიტ ზოდიაქოს ნიშნებს ასახელებს
1734548983
კაცი და მისი ერთგული ძაღლი აშშ-ში დამანგრეველ ქარიშხალს გადაურჩნენ. როგორც უცხოური მედია წერს, ძაღლი ბოლომდე პატრონის გვერდით დარჩა და უძლიერესი ქარიშხლის მიუხედავად გადარჩენა მათ ერთად მოახერხეს.
თუმცა ამ ყველაფერში მთავარი როლი, რა თქმა უნდა, სანაპირო დაცვის სწრაფმა რეაგირებამ შეასრულა.
აშშ-ს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილისათვის ქარიშხალი "ჰელენი" გამანადგურებელი აღმოჩნდა. მას სულ მცირე 130 ადამიანი ემსხვერპლა. ოფიციალური პირები შიშობენ, რომ მომდევნო დღეებში ეს რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს, რადგან უგზო-უკვლოდ დაკარგულად ჯერ კიდევ ასობით ადამიანი მიიჩნევა.
რაც შეეხება ძაღლისა და მისი პატრონის კადრებს, ვიდეო ფლორიდაშია გადაღებული. ისინი კუნძულისაკენ მიცურავდნენ, რა დროსაც ფლორიდას ქარიშხალი მიუახლოვდა და მათი ნავი მთლიანად გაანადგურა. მაშველებმა ძაღლი და მისი ოთხფეხა მეგობარი დაუყოვნებლივ უახლოეს პუნქტში, სამხრეთ-დასავლეთ ფლორიდის საერთაშორისო აეროპორტში გადაიყვანეს. იქ განთავსებულმა სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა მათ პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, შემდეგ კი სახლში გაუშვეს.