„შვილმა არ დამირეკა, არ მომილოცა, სამაგიეროდ...“ - რას წერს იუბილარი ცისნამი საყვარლიშვილი
1732656440
კარგი შეთანხმება არის ის შეთანხმება, რომელიც აღსრულდება და ჩვენ აღვასრულებთ მას, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
„დღეს საღამოს კაბინეტს წარვუდგენ ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მონახაზს. ცეცხლის შეწყვეტის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, რა მოხდება ლიბანში. შეერთებულ შტატებთან სრული თანამშრომლობით, ჩვენ ვინარჩუნებთ სამხედრო მოქმედების სრულ თავისუფლებას. „ჰეზბოლა“ თუ დაარღვევს შეთანხმებას, ჩვენ თავს დავესხმებით. ის თუ შეეცდება, განაახლოს ტერორისტული ინფრასტრუქტურა საზღვართან ახლოს, ჩვენ თავს დავესხმებით. „ჰეზბოლას“ ყოველ დარღვევაზე ჩვენ ძლიერად ვუპასუხებთ. კარგი შეთანხმება არის შეთანხმება, რომელიც აღსრულდება და ჩვენ აღვასრულებთ მას“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ნეთანიაჰუს თქმით, ახლა ცეცხლის შეწყვეტის სამი მიზეზი არსებობს. ისრაელის პრემიერ-მინისტრის განმარტებით, პირველი არის ირანის საფრთხეზე ფოკუსირება; მეორე – ჯარების დასვენებისა და იარაღის მარაგის შევსება; ხოლო მესამე მიზეზია ჩრდილოეთისა და სამხრეთის ფრონტების გამიჯვნა და „ჰამასის“ იზოლაცია.
„„ჰეზბოლას“ გარეშე „ჰამასი“ მარტო დარჩება. ჩვენი ზეწოლა გაიზრდება“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ და აღნიშნა, რომ ეს ისრაელს მძევლების სახლში დაბრუნების საშუალებას მისცემს.