1794775979
„პირდაპირ ვიტყვი...“ - რას იხსენებს მაკა შალიკაშვილი პირველ ქორწინებაზე
მსახიობი მაკა შალიკაშვილი გადაცემაში „ნოესთან“ პირადზე საუბრობს და პირველ ქორწინებას იხსენებს.
„პირველ ქორწინებაში დავრჩებოდი, რომ არ ვყოფილიყავი ასეთი... როგორ გითხრა - თან იმ პერიოდში, სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ძალიან პოპულარული ვიყავი. ნახე, რა ხდება: „სარდაფის“ პერიოდში ძალიან ბევრმა გაგვიცნო - თითოეული ჩვენგანი, ვინც იქ ვთამაშობდით, და პერსონალურად მეც. მერე ჩვენი ინტერვიუები იბეჭდებოდა - გვერდით ჟურნალ „თბილისელების“ რედაქცია იყო. მახსოვს, როდესაც ჟურნალის გარეკანზე მთლიანად შენი სურათითა და ინტერვიუთი იბეჭდები, რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ, პირდაპირ ვიტყვი და ზედმეტს აღარ ვილაპარაკებ, ალბათ თავში ამივარდა. ამან ცოტა იმოქმედა ჩემზე და რაღაცები აღარ მოვითმინე,“ - ამბობს მაკა შალიკაშვილი.










