პატრიარქი: ჩვენი ეკლესიის დიდ ოჯახს შეემატა კიდევ 710 ახალმონათლული, ნათლისღების მიმღებნი უარყოფენ ცოდვილ ცხოვრებას

პატრიარქი შიო

 სამების საკათედრო ტაძარში საყოველთაო ნათლობის მორიგი, 75-ე ეტაპი ჩატარდა. ჯვარდაწერილი მშობლების მესამე და მომდევნო შვილები - 710 ბავშვი, კათოლიკოს-პატრიარქმა მონათლა. ცერემონიის შემდეგ შიო მესამემ ნათლულები დალოცა და მათ საჩუქრად ნათლობის ჯვარი გადასცა. მანამდე კი, პატრიარქმა სამებაში შეკრებილ მრევლს ქადაგებით მიმართა.

"ჩვენი ეკლესიის დიდ ოჯახს შეემატა კიდევ 710 ახალმონათლული. გილოცავთ, ძვირფასო მშობლებო, ნათლიებო და ვულოცავ სრულიად საქართველოს ამ შესანიშნავ მოვლენას. ნათლისღების მიმღებნი უარყოფენ ცოდვილ ცხოვრებას. ნათლობის საიდუმლოება არის პირველი საეკლესიო საიდუმლოთა რიგში მორწმუნისთვის, რადგან როგორც გითხარით, ეს არის სულიერი დაბადება, ახალი ცხოვრების დასაწყისი. ამ საიდუმლოების გარეშე ადამიანი ვერ ხდება ეკლესიის წევრი," - აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ.

საყოველთაო ნათლობა პირველად, ილია მეორის ინიციატივით, 2008 წლის 19 იანვარს ჩატარდა. მიზანი, დემოგრაფიული მდგომარეობს გაუმჯობესებაა.

✕