„შეცდომები ყველას მოსდის და ყველას აქვს ცუდი პერიოდები...“ - ელენე ეპიტაშვილის გულახდილი ინტერვიუ
1745524044
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება მედიაში გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას და განმარტავს, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულ/მსჯავრდებულთა და სამსახურის თანამშრომელთა კვებითი მომსახურება სრულად და შეუფერხებლად მიმდინარეობს.
„საზოგადოების ინფორმირების მიზნით ასევე განვმარტავთ, რომ აპრილის თვეში, უქმე/სადღესასწაულო დღეებში შექმნილი მიწოდების შეფერხების გამო, სამსახურის მიერ დროებითი ღონისძიების სახით განხორციელდა კვების პროდუქტების ნაწილის შესყიდვა. აღსანიშნავია, რომ უქმე დღეების დასრულების შემდეგ, კომპანიის მიერ საკვები პროდუქტების მიწოდება კვლავ შეუფერხებლად ხორციელდება.
სპეციალური პენიტენციური სამსახური საინფორმაციო საშუალებებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რაც, როგორც საზოგადოების, ისე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ოჯახის წევრების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად“, - ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.