ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
1763842025
კანადაში გრიზლი სკოლის მოსწავლეების ჯგუფს დაესხა თავს, დაშავდა 11 ადამიანი, მათგან ორი კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია. ინფორმაციას BBCავრცელებს.
ინციდენტი ხუთშაბათს, შუადღისას, ბრიტანეთის კოლუმბიის შტატის ქალაქ ბელა-კულაში, საფეხმავლო ბილიკზე მოხდა.
მედიის ინფორმაციით, დათვი ამ დრომდე არ დაუჭერიათ. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს სახლში დარჩნენ, სანამ შეიარაღებული პოლიციელები ცხოველს არ იპოვიან.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დათვის თავდასხმის შედეგად ყველაზე მძიმედ მასწავლებელი დაშავდა, რომელიც ბავშვების დაცვას ცდილობდა.