კამალა ჰარისმა საკუთარი კანდიდატურა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე ოფიციალურად დააყენა

კამალა ჰარისი

აშშ-ის მოქმედმა ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ საპრეზიდენტო რბოლაში ოფიციალურად ერთვება.
„მე ვარ კამალა ჰარისი, და მე შეერთებული შტატების პრეზიდენტობისთვის ვიბრძვი“, - დაწერა მან.

ამერიკულმა ტელეკომპანია CNN-მა ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „დემოკრატიული“ პარტია ჰარისის კანდიდატურას სავარაუდოდ 1 აგვისტოს უყრის კენჭს, რომლის შემდეგაც ის ოფიციალურად პრეზიდენტობის კანდიდატი გახდება.