„ყველაფერში პირველი! ჩემი ლუკა...“ - მსახიობ თინი გალდავას ძმა გარდაეცვალა
1766521618
სამხრეთ კალიფორნიაში, სიცოცხლისთვის საშიში შტორმისთვის ემზადებიან.
კალიფორნიის გუბერნატორმა სახელმწიფო რესურსები მოაბილიზა და საზოგადოების ნაწილს, ევაკუაციისკენ მოუწოდა - მაგალითად მათ, ვინც სამხრეთ კალიფორნიაში მჭიდროდ დასახლებული ლოს-ანჯელესის ოლქში ცხოვრობს.
მოსახლეობა 18 საათიანი ძლიერი წვიმისთვის ემზადება, რომელიც ოთხშაბათს სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ წყალდიდობას გამოიწვევს.
მოსახლეობა უნდა მოემზადოს გზებზე ძლიერი წყალდიდობისთვის, მდინარეების დონის მატებისთვის, ასევე მეწყრული პროცესებისა და კლდის ჩამოშლებით გამოწვეული საფრთხეებისთვის.
ასევე, შობისთვის, მგზავრობისას ფრენის დაგვიანებებს უნდა ელოდნენ.