კასპიის ზღვაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
1766522955
ანკარის აეროპორტიდან გაფრენისთანავე, ლიბიის არმიის მეთაურის კერძო თვითმფრინავთან კავშირი დაიკარგა, – ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ განაცხადა.
იერლიკაიას თქმით, ლიბიის არმიის მეთაურის კერძო თვითმფრინავი ანკარას აეროპორტიდან ადგილობრივი დროის 08:10 საათზე აფრინდა, კავშირი კი 08:52 საათზე შეწყდა.
იერლიკაიამ აღნიშნა, რომ ბორტზე ხუთი მგზავრი იმყოფება, მათ შორის ლიბიის გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი მოჰამედ ალი აჰმედ ალ-ჰადადი.
„ხელისუფლებამ თვითმფრინავის ადგილსამყოფლის დასადგენად სამუშაოები დაიწყო და განახლებულ ინფორმაციას მოგაწვდით“, – განაცხადა იერლიკაიამ.