კაია კალასი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტზე: სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას - ეს არის გზავნილი, რომლის გაჟღერებაც დღეს არ გვსურდა

კაია კალასი

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა დაადასტურა, რომ წევრ ქვეყნებს შორის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტზე შეთანხმება ვერ შედგა.

კალასის თქმით, ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი, რომელიც არასასურველ სიგნალს აგზავნის.

„სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას სანქციების მე-20 პაკეტზე. ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი და გზავნილი, რომლის გაჟღერებაც დღეს არ გვსურდა“, - აღნიშნა მან.

მიუხედავად წარუმატებელი მცდელობისა, კალასმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროცესი არ შეჩერებულა: „მუშაობა გრძელდება“.