წყალი შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1771873357
ეზოთერიკოსმა გოგა მანიამ "პრაიმ ტაიმთან" სკანდალური ინფორმაცია გაასაჯაროვა და განაცხადა, რომ ე.წ. მაგები და მკითხავები მაგიურ რიტუალებს ეკლესიიდან წამოღებული სანთლებითაც კი აკეთებენ.
„ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ეკლესიაშიც კი აკეთებენ მაგიას. მაგები მიდიან, იქ გამოყენებულ სანთლებს იპარავენ და იყენებენ მაგიაში. ეს არის უდიდესი ცოდვა. ვისზეც არის ნალოცი, ის ენერგიები გადმოაქვთ რიტუალებში. სიკვდილზეც კი აკეთებენ ჯადოს, წმინდა ტაძრიდან მოპარული სანთლებით, ამ სანთლებს ალღობენ, ე.წ. ბუდუს თოჯინების ფორმას აძლევენ და სიკვდილზეც კი აკეთებენ რიტუალებს, რადგან ტაძარში ნალოც სანთელს უდიდესი ძალა აქვს“, - განაცხადა გოგა მანიამ.
ეზოთერიკოსმა ჩვენთან საუბარში ასევე გვირჩია, როგორ უნდა მოვიქცეთ იმ შემთხვევაში თუ სახლში ჯადოს ვიპოვით.
„ხშირად მესმის, როცა სახლში ჯადოს პოულობენ ან საპირფარეშოში აგდებენ, ან მტკვარში. ეს არის ყოვლად დაუშვებელი, რადგან წყალი ენერგიას იმახსოვრებს. ჩემი რჩევა იქნება, როცა რამე საეჭვოს იპოვით არ შეეხოთ შიშველი ხელებით და არ გადააგდოთ მტკვარში. წადით ეზოთერიკოსთან ან ტაძარში. ასევე, კარგია ნაკურთხი წყლით სახლის კუთხეების დანამვა“,- განაცხადა ეზოთერიკოსმა.
24 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
1771874079