საუკუნის ძარცვა თბილისში - დამნაშავემ ბანკიდან 10 მილიონი გაიტაცა
1742277680
ევროკავშირი, პარტნიორებთან ერთად, სირიისა და მისი მეზობელი ქვეყნებისთვის 5,8 მილიარდ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.
„ეს დაეხმარება სირიას გარდამავალ მნიშვნელოვან პერიოდში და უპასუხებს ადგილზე არსებულ მწვავე საჭიროებებს“, – წერს კალასი სოციალურ ქსელში.
აღნიშნული გადაწყვეტილება სირიის საკითხებზე გამართულ მეცხრე კონფერენციაზე მიიღეს, რომელიც ბრიუსელში ჩატარდა.
ბრიუსელის პოლიტიკის ცვლილება სირიასთან მიმართებით მას შემდეგ დაიწყო, რაც 2024 წლის დეკემბერში ბაშარ ალ ასადის რეჟიმი დაემხო. იანვარში ევროკავშირი დათანხმდა სანქციების მოხსნას სირიის ეკონომიკის ძირითადი სექტორებისთვის.