კაია კალასი აშშ-ის სანქციებზე: მიუღებელია და წარმოადგენს ჩვენი სუვერენიტეტის ხელყოფის მცდელობას

კაია კალასი

აშშ-ის გადაწყვეტილება, დააწესოს სავიზო შეზღუდვები ევროპის მოქალაქეებისა და ოფიციალური პირების მიმართ, მიუღებელია და წარმოადგენს ჩვენი სუვერენიტეტის ხელყოფის მცდელობას, - განაცხადა საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა.

„ევროპა განაგრძობს საკუთარი ღირებულებების დაცვას - ესენია: გამოხატვის თავისუფლება, სამართლიანი ციფრული წესები და საკუთარი სივრცის რეგულირების უფლება“, - დასძინა მან.