სიახლე, რომელიც 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება
1757965444
ავიაკომპანია Japan Airlines-ის თვითმფრინავს ტოკიოს აეროპორტში დაშვებისას ცეცხლი გაუჩნდა. ამის შესახებ BBC წერს.
ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ხტებიან ადამიანები თვითმფრინავიდან. ამასთან, როგორც ავიაკომპანია Japan Airlines-მა განაცხადა, ბორტზე მყოფი 379 მგზავრისა და ეკიპაჟის წევრების ევაკუაცია დროულად განხორციელდა.
ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა რამდენიმე მედიასაშუალება იუწყება, რომ შესაძლოა Japan Airlines-ის თვითმფრინავი იაპონიის სანაპირო დაცვის თვითმფრინავს შეეჯახა.