ჯონ კენედის შვილიშვილის, ტატიანას თქმით, მას სიცოცხლის 1 წელი დარჩა

ტატიანა

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, ჯონ. ფ. კენედის შვილიშვილის, ტატიანას თქმით, მას სიცოცხლის 1 წელი დარჩა. 

Fox News-ის ინფორმაციით, ტატიანას  ქრონიკული მიელოიდური ლეიკემიის დიაგნოზი 2024 წელს, მშობიარობიდან მალევე დაუსვეს. ცოტა ხნის წინ კი უთხრეს, რომ, შესაძლოა, მას სიცოცხლის მხოლოდ 1 წელი დარჩა. 

ქრონიკული მიელოიდური ლეიკემია (ქმლ) ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჰემატოლოგიური სიმსივნეა. არა მხოლოდ გავრცელებული, არამედ კარგად შესწავლილიც. ქრონიკულ მიელოიდურ ლეიკემიას ერთი უცნაურობა ახასიათებს: ჯერ ქრონიკული ფორმით მიმდინარეობს და მერე მწვავდება, რაც ნიშნავს, რომ საწყის ეტაპზე ის მწვავე ლეიკემიებზე გაცილებით ნელა პროგრესირებს.