ჯო უილსონი აცხადებს, რომ „დონალდ ტრამპს საქართველოს მეგობრების წერილი გაუზიარა“

ჯო უილსონი

ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი სოციალურ ქსელ X-ში აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

ჯო უილსონი წერს, რომ „ტრამპს საქართველოს მეგობრების წერილი გაუზიარა“.

„მადლობელი ვარ დონალდ ტრამპთან შეხვედრისთვის. მე მას ვუთხარი ივანიშვილის რეჟიმის მიერ თავისუფლებაზე თავდასხმისა და კორუფციულ გარიგებაზე ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან და ირანის რეჟიმთან, რომელიც გეგმავდა მის მკვლელობას. მე ასევე გავუზიარე საქართველოს მეგობრების წერილი“, – წერს ჯო უილსონი.