1736884505
ვაშინგტონი განაგრძობს საქართველოს დროებით დასჯას, თურმე მეზობელი სომხეთის პრემიერ-მინისტრის ურთიერთობა ირანთან მისაღებია, ჩვენს შემთხვევაში არა - გია აბაშიძე
“ორმაგი სტანდარტებით მოქმედება არასდროს წაადგება მის დამწესებელ სუბიექტს, ისტორიაში არაერთხელ გამოჩნდა ეს”- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სომხეთსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმების შესახებ.
აბაშიძის შეფასებით, “თურმე მეზობელი სომხეთის პრემიერ-მინისტრის ურთიერთობა ირანთან მისაღებია, ჩვენს შემთხვევაში არა”.
მისი თქმით, თბილისი დაელოდება აშშ-ს მხრიდან სტრატეგიული პარტნიორობის პუნქტების შესრულებას, მაგრამ არანაირი შანტაჟის, მუქარებისა და დირექტივების სანაცვლოდ.
“ვაშინგტონი განაგრძობს საქართველოს დროებით დასჯას, თურმე მეზობელი სომხეთის პრემიერ-მინისტრის ურთიერთობა ირანთან მისაღებია, ჩვენს შემთხვევაში არა. ორმაგი სტანდარტებით მოქმედება არასდროს წაადგება მის დამწესებელ სუბიექტს, ისტორიაში არაერთხელ გამოჩნდა ეს.
თბილისი დაელოდება აშშ-ს მხრიდან
სტრატეგიული პარტნიორობის პუნქტების შესრულებას, მაგრამ არანაირი შანტაჟის, მუქარებისა და დირექტივების სანაცვლოდ.
22.05.24. ნიკოლ ფაშინიანი ირანის პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის და საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანსა გასვენებაში ირანში ჩავიდა.
30.07.24.ნიკოლ ფაშინიანი ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო.
09.01.25. ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთსა და ირანს აკავშირებთ ბუნებრივი ინტერესები.
14.01.25. სომხეთი და აშშ სტრატეგიული პარტნიორობას გააფორმებენ.”- წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.