ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და თეთრ სახლში მიიწვია

ტრამპი-ბაიდენი

თეთრი სახლის პრესსამსახურის ცნობით, აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ამასთან ერთად, ძალაუფლების გადაბარების პროცესის განსახილველად, ბაიდენმა ტრამპი თეთრ სახლში მიიწვია.

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ბაიდენმა გამოხატა ვალდებულება მმართველობის შეუფერხებლად გადაცემის უზრუნველსაყოფად და ხაზი გაუსვა ქვეყნის გაერთიანებისთვის მუშაობის მნიშვნელობას.

შეხვედრის ზუსტი თარიღი ამ დროისთვის უცნობია.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა, რომელიც ქვეყნის 47-ე პრეზიდენტი გახდა.