რა ეღირება დოლარი და ევრო 27 ნოემბერს - ვალუტის კურსი
1732637847
„ეს იყო რაღაც საშინელება!!!
თავი მეგონა რაღაც უჟასურ ფილმში... შოკში ვარ!!! ჯერ ისევ მესმის ჩემი გულისცემა
გადავრჩი!!! ერთი საათი შავ დღეში...“ - ამის შესახებ ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი მაია ჯაფარიძე წერს და მეტროში გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს.
როგორც ის განმარტავს, მეტროს ვაგონში, სადაც ის იმყოფებოდა, ტერორისტული აქტის განხორციელების მცდელობა იყო.
„საშიში გახდა მეტრო...ჯერ ისევ ცუდად ვარ ისეთი სტრესი მივიღე..იარაღით და ისეთი კივილი! კაცები როგორ გარბოდნენ! ნუ ენით აუღწერელი სიტუაციაა.
ხალხის უმეტესობა კუთხეში დაწვა და თავზე იფარებდნენ ხელებს! მეც ვიღაც სქელი კაცის გვერდით მოვხვდი და საწყალი ისე ცახცახებდა, გული დამეწვა. მეც მუხლებზე დავიჩოქე და უფალს ვეხვეწებოდი, მშვიდობა მოგვეცი-თქო. ცუდი განცდა ყოფილა... ისევ შოკში ვარ...“ - წერს ემიგრანტი.