„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
1727973944
აშშ-ის პრეზიდენტის სახლში 13-საათიანი ჩხრეკის შემდეგ კიდევ ექვსი საიდუმლო დოკუმენტი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაცია მედიას ჯო ბაიდენის ადვოკატმა მიაწოდა.
ზოგიერთი დოკუმენტი იმ პერიოდს მიეკუთვნება, როდესაც ბაიდენი სენატორი იყო, ხოლო სხვები მისი ვიცე-პრეზიდენტობის დროინდელია. ადვოკატის ცნობით, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია აშშ-ის პრეზიდენტის ხელნაწერი შენიშვნები და თანმდევი მასალა.
ჩხრეკის დროს ბაიდენი და მისი მეუღლე სახლში არ იმყოფებოდნენ. ბაიდენმა თავად გასცა ნებართვა, რომ გამომძიებლებს დელავერში მდებარე მისი სახლი გაეჩხრიკათ.
შეგახსენებთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბაიდენის სახლში გრიფით საიდუმლო დოკუმენტები აღმოაჩინეს. მანამდე ანალოგიური დოკუმენტები იპოვეს მის ყოფილ ოფისში – „პენ ბაიდენის ცენტრში“ და ასევე სახლის ავტოფარეხში. მომხდარზე გამოძიება გრძელდება. საქმეზე დანიშნულია სპეციალური პროკურორი, რომელიც ინციდენტს დეტალურად შეისწავლის და დაადგენს, დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა საიდუმლო დოკუმენტების შენახვის წესები.
ანალოგიური გამოძიება მიმდინარეობს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგაც, რომლის სახლში გასულ წელს ასევე იპოვეს გრიფით საიდუმლო დოკუმენტაცია.