9 ოქტომბერს შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1728414593
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში NBA-ს ჩემპიონ გოლდენ სტეიტ უორიორსის მთელ შემადგენლობას უმასპინძლა.
ღონისძიება NBA-ს ჩემპიონობას მიეძღვნა, რომელიც გოლდენ სტეიტმა გასული წლის ივნისში იზეიმა. უორიორსი ბოლო 8 წელიწადში 4-ჯერ გახდა NBA-ს ჩემპიონი და 6-ჯერ ფინალში ითამაშა.
"მეომრების" შემადგენლობასთან ერთად თეთრ სახლში იმყოფებოდა ლეგენდარული ქართველი კალათბურთელი ზაზა ფაჩულიაც, რომელიც კლუბში საკალათბურთო და ბიზნესოპერაციათა კონსულტანტად მუშაობს. ფაჩულიამ მცირე კომენტარიც გააკეთა:
„პირველად ვარ აქ, ასეთ ღონისძიებაზე. ძალიან მოხარული, ბედნიერი ვარ იმიტომ, რომ მხოლოდ ეს იყო, რაც წინა ჩემპიონობის დროს არ გამომიცდია“, - თქვა ზაზამ.