1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ვაშინგტონი კიევს F-16-ის ტიპის გამანადგურებელ თვითმფრინავებს არ მიაწვდის.
თეთრ სახლთან ჟურნალისტმა ბაიდენს ჰკითხა, გეგმავდა თუ არა პრეზიდენტი უკრაინისთვის გამანადგურებლების მიწოდებას, რაზეც ბაიდენმა უპასუხა „არა“.
ჯო ბაიდენს მანამდეც განუცხადებია, რომ სამხედრო თვითმფრინავების მიწოდების საკითხი დღის წესრიგში არ არის.
მედიასთან საუბრისას, ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ დარწმუნებული არ არის, ეწვევა თუ არა ევროპას თებერვალში, უკრაინაში ომის დაწყების წლისთავზე. ამასთან, აშშ-ის ლიდერმა განაცხადა, რომ აპირებს პოლონეთში ვიზიტს, თუმცა არ არის დარწმუნებული, როდის.
შეგახსენებთ, გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინისთვის M1 Abrams 31 ტანკის გაგზავნის შესახებ განაცხადა.