ჯგუფის 3 Doors Down სოლისტი ბრედ არნოლდი გარდაიცვალა

ბრედ არნოლდი

 ამერიკული როკ-ჯგუფის, 3 Doors Down-ის დამფუძნებელი და სოლისტი, ბრედ არნოლდი, 47 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაცია ჯგუფმა სოციალურ ქსელებში გაავრცელა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ არნოლდი 7 თებერვალს, ძილში, ოჯახის წევრების გარემოცვაში, ონკოლოგიურ დაავადებასთან ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა.

2025 წლის მაისში არნოლდმა განაცხადა, რომ მას თირკმლის კიბოს მე-4 სტადია დაუდგინეს და წუხდა იმის გამო, რომ ჯგუფს დაგეგმილი ტურნეს გაუქმება უწევს.