1747846232
ჯენიფერ ლოპესს საკუთარი ფოტოების სოციალურ ქსელში გამოქვეყნებისთვის უჩივიან

ჯენიფერ ლოპესს საკუთარი ფოტოების სოციალურ ქსელში გამოქვეყნებისთვის უჩივიან.
ჯენიფერ ლოპესს, ჰოლივუდის წვეულებაზე გადაღებული ფოტოების გამოქვეყნების გამო, ფოტოგრაფი და სააგენტო უჩივიან, რადგან მომღერალმა მათი გადაღებული ფოტოები ნებართვის გარეშე გამოაქვეყნა.
BBC-ის ინფორმაციით, ფოტოგრაფმა ედვინ ბლანკომ და სააგენტო Backgrid-მა, რომელშიც ის მუშაობდა, სარჩელი შეიტანეს და განაცხადეს, რომ მათ ორ ფოტოზე საავტორო უფლებები აქვთ. ისინი თითოეული ფოტოსთვის, კომპენსაციის სახით, 150 000 დოლარს ითხოვენ.