1692302192
ჯეი დი ვენსი: აშშ მოლაპარაკებებს დატოვებს, თუ უკრაინისა და რუსეთისგან დადებით პასუხს არ მიიღებს

აშშ სამშვიდობო მოლაპარაკებების ფორმატს დატოვებს, თუ მის მიერ გაჟღერებულ ინიციატივებზე უკრაინისა და რუსეთისგან დადებით პასუხებს არ მიიღებს, - განაცხადა შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა.
მან აღნიშნა, რომ ამერიკულმა მხარემ უკრაინასა და რუსეთს სამართლიანი წინადადებები წარუდგინა.
„ჩვენ რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავლობაზე უარს ვიტყვით, თუ დადებით პასუხებს არ მივიღებთ. ჩვენ რუსებს და უკრაინელებს მკაფიო და სამართლიანი წინადადებები შევთავაზეთ“, - აღნიშნა ვენსმა.